saqarTvelos qedebi - barTqorTis qedi
ქედი მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ყოფს დევდარაკისა და ჩათის მყინვარებს. სიგრძე 3 კმ-მდე, ეშვება 3000-იდან 4000 მ-მდე. წარმოადგენს ანდეზიტის ვულკანურ ნაკადს. თხემი დაფარულია თოვლ-ყინულით და უმთავრესად ნივალურ ზონაშია. ალაგ-ალაგ გაშიშვლებული კლდეებია დამახასიათებელი წვეტიანი სვეტებით.